შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჯავახიძე სერგო » განათლება

როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

განათლების სისტემის რეფორმა მიზნად ისახავს ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ცოდნასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მეცნიერების განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას. ზოგადი განათლების სფეროში, ჩემი  მიზანია, ყველა მოქალაქისათვის  სათანადო ზოგადი განათლების მიღების უზრუნველყოფა.

განათლების ხელშეწყობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის პიროვნებად ფორმირება. ამიტომ, სკოლა და ზოგადად სასწავლებელი მარტო ცოდნას  არ უნდა აძლევდეს მოზარდს,  მან უნდა აღზარდოს  და ჩამოაყალიბოს იგი თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ. ამ საქმეში ძალზედ დიდია ოჯახის როლი. სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია თავისი საქმიანობა წარმართოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და  რადგან საზოგადოება, არის ოჯახთა ერთობლიობა, განათლების სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს. ეს არის სწორედ  იმის გარანტია,  რომელიც მომავალ თაობას ააცილებს  საზოგადოებისათვის მიუღებელ მანკიერ გამოვლინებებს.

ხარისხიანი და თანამედროვე უმაღლესი განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი წინაპირობაა საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისა და ეკონომიკის წინსვლისათვის. განათლების ყველა დონის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ამავე დროს ეფუძნებოდეს ქართულ ეროვნულ ღირებულებებს.

კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ უსწავლელი ადამინის შენახვა სახელმწიფოს ბევრად ძვირი უჯდება, ვიდრე განათლებული, დასაქმებული ადამინისა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით