შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » განათლება

როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

განათლების სისტემაში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, მთავარი პრობლემა კვალიფიკაციის ნაკლებობაა. კარგია სკოლების ტექნოლოგიური ბაზის განახლება და შენობების მოწყობა, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მასწავლებლის ფუნქციას. თუ გვინდა, რომ სასკოლო განათლების დონე ავამაღლოთ, მთავარი ყურადღება მასწავლებლებს უნდა მივაპყროთ. დღესდღეობით მასწავლებლობა არაპრესტიჟულია და წარმატებული ადამიანები ამ პროფესიას არ ირჩევენ. ამიტომ სკოლების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად მასწავლებლების პრესტიჟი და რეპუტაცია უნდა ავამაღლოთ.

განათლების სისტემასთან ერთად უნდა განვიხილოთ მეცნიერების განვითარების შესაძლებლობა. ჩვენი მეცნიერება აუცილებლად უნდა გახდეს გლობალური სამეცნიერო პროცესის ნაწილი. ჩვენისთანა პატარა და ღარიბ ქვეყანას დამოუკიდებლად მეცნიერების განვითარება გაუჭირდება. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ევროპულ ან სხვა სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების გარკვეული კომპონენტები საქართველოს სამეცნიერო ცენტრებში განხორციელდეს. ასე შევძლებთ შევქმნათ საფუძვლები, რომელზეც მეცნერთა ახალი თაობა ჩამოყალიბდება.

ვფიქრობ სათანადო ეფექტის მისაღწევად განათლებასა და მეცნიერებაზე მშპ-ს 5% უნდა დავხარჯოთ.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით