შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » განათლება

როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

განათლების სისტემაში დაინერგება საქართველოზე მორგებული ევროპული ტიპის მოდელი.

დაწყებით სკოლებში მოგვარდება მოსწავლეზე ზედამხედველობის სისტემა, სკოლის ინვენტარის პრობლემა, კვებისა და გახანგრძლივებულის ტარიფები. ამ უკანასკნელთა ზომა კი განისაზღვრება მშობლის შემოსავლიდან გამომდინარე. სკოლის შიდა და გასვლითი ღონისძიებები დაფინანსდება ადგილობრივი და სახელისუფლებო ბიუჯეტიდან.

აუცილებელია განათლების სამინისტროს დეცენტრალიზაცია – დაქვემდებარებიდან უნდა გამოვიდეს და მუნიციპალიტეტებს უნდა გადაეცეს საგანმანათლებლო დაწესებულებები (სასკოლო, პროფესიული),   ინფრასტრუქტურა (მოწყობა და განვითარება), საბუღალტრო-საანგარიშწორებო და მანდატურის სამსახური. რაც შეეხება მასწავლებელთა თუ დირექტორთა მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გატარების უფლებას, განათლების სამინისტროს მხოლოდ საკვალიფიკაციო სერთიფიკატის ჩამორთმევის უფლება უნდა ჰქონდეს. სხვა ყველანაირი კანონ გადაცდომის განხილვა კი სასამართლოს პრეროგატივა უნდა იყოს.

სკოლის საშუალო საფეხურიდან  უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის წესი იგივე დარჩება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით