შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჩიხლაძე გიორგი » განათლება

როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

განათლების პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული საზოგადოებრივი კაპიტალიზაციის, როგორც ყველაზე პრიორიტეტული მიმართულების მუდმივი ზრდისაკენ. საგანმანათლებლო სისტემის ყველა შემადგენელი ნაწილი მთლიანად უნდა დაკომპლექტდეს თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით. ასევე უნდა შემუშავდეს პროგრამები, საგანმანათლებლო სისტემის მუშაკების მუდმივი, ყოველწლიური ტესტირებისათვის, ევროკავშირსა და ამერიკაში არსებული პროგრამების მაგალითზე.

საშუალო საგანმანათლებლო სისტემაში უნდა დაინერგოს პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტალანტების აღმოჩენასა და რეკომენდაციებით მათ დარგობრივ დაკვალიანებას. პრაქტიკას სპეციალურად შექმნილი, ცალკე ნიჭიერ ბავშვთათვის არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზებზე. ასეთი სკოლები უნდა დაკომპლექტდეს ტესტირების პროგრამების მიერ შერჩეული მაღალი შეფასების მქონე სპეციალისტების მეშვეობით. უნდა შემუშავდეს ურთიერთთანამშრომლობის პროგრამები, ევროპისა და ამერიკის წამყვან სკოლებთან მოსწავლეთა გაცვლისა და განათლების მიღების დისციპლინაში. პროფესიული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად უნდა იქნეს სახელმწიფოს მიერ არჩეული ეკონომიკური კურსის მოთხოვნის საფუძველზე შერჩეული დარგობრივი სპეციალობებისათვის სპეცპროგრამების შემუშავება, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ არსებული მიღწევები. უმაღლესი სკოლების, ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურად უნდა დაინერგოს სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტთა დასაქმების პროგრამები.

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული უნდა იქნეს ნიჭიერ სტუდენტთა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა, სწავლების ნებისმიერ ეტაპზე საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების პერსპექტივით. გაიზარდოს სახელობითი სტიპენდიებისა და გრანტების რიცხვი, სტუდენტთა სტიმულირებისათვის.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით