შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » განათლება

როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

განათლების სისტემა ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებს უნდა დაუკავშირდეს.  სახელმწიფო ვალდებულია, ქვეყნის  ინტერესების შესაბამისად მოაწყოს განათლების  სისტემა. ის თავად უნდა გახდეს განათლებისა და სამეცნიერო კვლევების უმთავრესი დამკვეთი.

ქართულ აკადემიურ სივრცეში რეალურად უნდა განვახორციელოთ უნივერსიტეტთა ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება, ამისათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები და მექანიზმები.

ქვეყნის წინსვლისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია პროფესიონალები, სპეციალისტები. სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარება გადამწყვეტ როლს აკისრებს განათლებასა და მეცნიერებას.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით