შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » განათლება

როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

იმ ღირებულებათა შენარჩუნება-განვითარება, რომელთაც მომავალში ქართველი ხალხის კეთილდღეობა და უსაფრთხოება უნდა დაეფუძნოს, მხოლოდ განათლების სამართლიანი და ქმედითი სისტემის წყალობითაა შესაძლებელი. ამ კუთხით უმთავრესი პრობლემა განათლების სოციალური პოლიტიკაა, ამიტომაც, ქრისტიან-დემოკრატების  გამარჯვების შემთხვევაში გადაიდგმება შემდეგი  ნაბიჯები:

  • უნდა გაიზარდოს სკოლების ვაუჩერული დაფინანსება და მოხდეს პედაგოგების 900 ლარიანი საბაზისო ხელფასით, პორტატული კომპიუტერებით და სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;
  • ყველა სოფელში უნდა იყოს სკოლა;
  • უნდა გაძლიერდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მხარდაჭერა და მოხდეს მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების სისტემის სრულყოფა (სამაგისტრო პროგრამების სახელმწიფო მხარდაჭერა, არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის კადრების მომზადების სპეციალური პროგრამის ამოქმედება);
  • უნდა დაიწყოს მართლმადიდებლური კულტურის ისტორიის საგნის სწავლება სკოლებში;
  • საატესტაციო გამოცდების ჩაბარებით და მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილებით უნდა დაფინანსდეს სტუდენტთა სწავლის საფასურის მინიმუმ 70%, ხოლო მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, მაღალმთიანი  რეგიონების სტუდენტები  100 %-ით დაფინანსდებიან;
  • შეიქმნება სტუდენტური სახელმძღვანელოების ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც ყოველწლიურად ითარგმნება ათასზე მეტი სასწავლო ლიტერატურა, განთავსდება სპეციალურ საიტზე და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ;
  • სწავლებაშეჩერებულ სტუდენტებს უნდა მიეცეთ გამოცდების ჩაბარების უფლება და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ექნებათ  სახელმწიფოს ხარჯზე  სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
  • სკოლამდელი აღზრდის  სისტემა უნდა დაუბრუნდეს განათლების სამინისტროს და უნდა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე;
  • სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს  უნდა მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი;
  • უნდა გაიზარდოს სახელობო სასწავლებლების დაფინანსება და აღდგეს  უკანასკნელ  წლებში დახურული სასწავლებლები.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით