შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » განათლება

როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

შევიმუშავებთ უწყვეტი განათლების კონცეფციას, რომელიც საფუძვლად დაედება, ასევე, ერთიან კანონს განათლების შესახებ; შევცვლით სასკოლო, საუნივერსიტეტო, პროფესიული და სკოლამდელი განათლების  შინაარსს (სტანდარტები, პროგრამები, სახელმძღვანელოები)  ეროვნული კონცეფციისა და განათლების მიზნების (დოქტრინის) მიღებით:

  • შეიქმნება განათლების სისტემის ახალი მოდელი;
  • შეიქმნება განათლების მართვის  სქემა;
  • ჩამოყალიბდება განათლების სისტემის საინსპექციო და მეთოდური სამსახურები;
  • შეიქმნება კვალიფიციური კადრების მართვის ან მოზიდვის  მართებული და მოქნილი მექანიზმები;
  • შემუშავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი წესი და სქემა;
  • შეიქმნება პედაგოგთა ატესტაციის თანამედროვე მოდელი;
  • აღდგება მასწავლებლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულება;
  • აირჩევა  თავისუფალი, დემოკრატიული სამეურვეო საბჭოები;
  • შემუშავდება სკოლის უსაფრთხოების ახალი  წესები;
  • შეიქმნება აკრედიტაციის ახალი, დემოკრატიული და არაკორუმპირებული სისტემა;
  • შეიქმნება ახალი სასკოლო-საატესტატო საგამოცდო მრავალკომპონენტიანი (ატესტატის რეიტინგი, დახასიათება-რეკომენდაცია)  სისტემა, რომლის საფუძველზეც მოხდება აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში;
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემას რეფორმა ესაჭიროება, უნდა აღდგეს დაშლილი და გაყიდული სამეცნიერო და დარგობრივი ინსტიტუტები. მეტიც, თანამედროვე ეტაპზე მძაფრად დგას ახალი სამეცნიერო  ინსტიტუტების დაფუძნების აუცილებლობა;
  • მასწავლებელთა მინიმალური ხელფასი სამჯერ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს;
  • შემოსაღებია 20–წლიანი იაფი სტუდენტური და საგანმანათლებლო კრედიტები;
  • სახელმწიფომ, ასევე, უნდა დააფინანსოს ორწლიანი პროფესიული კოლეჯები, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პრაქტიკული სპეციალობის, ხელობის შესწავლას  საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით