შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

სალუაშვილი მიხეილ » ხედვა

რა გესახებათ თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე დიდ ამოცანად?

ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა (იხ.  http://www.ufali.ge/ ), საერთო სახელწოდებით - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“, ორი პირობითი ნაწილისაგან შედგება. კერძოდ:

  • ეროვნულ რელიგიური ნაწილი, რომელშიც საქართველოს სულიერი მისიის თემატიკაა განხილული; და
  • ეროვნულ პოლიტიკური ნაწილი, რომელშიც დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის ძირეული ცვლილებების საკითხებია განხილული.

საუკუნეებიდან მომდინარე საქართველოს სულიერი მისიაა, დღევანდელ კაცობრიობას აუწყოს - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები, რომლებიც საქართველოში მომხდარი მოვლენებითაა გამოვლენილი (იხ. პროგრამა).

ბიბლიური ბოლო ჟამი კი, უკვე დასასრულს უახლოვდება. ამ დიადი წამის მომლოდინე სამყარო უდიდესი გარდაქმნის ზღურბლთან დგას.

ჩვენი ზოგადი დევიზის, „აირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ“ არსობრივი მხარის სათანადოდ გააზრებისა და ქართველი ერის მიერ გონივრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,  აღნიშნულ მიჯნასთან მიახლებამდე დარჩენილ დროში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩემი მოღვაწეობა (თუ ღმერთი ინებებს) მთლიანად იქნება მიმართული არა მარტო  საქართველოში მაცხოვრებელთა, არამედ ზოგადად, კაცობრიობის  სულიერი შემზადების პროცესის სათანადოდ წარმართვისაკენ.

ბიბლიური შეგონების მიხედვით, „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შეძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,49].

ამ ორიენტირისაკენ სავალ გზაზე, ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის პოლიტიკური დევიზის - „მართლმადიდებლობა, ნეიტრალიტეტი, მშვიდობიანი კავკასია“ განხორციელების მიზნიდან გამომდინარე, მთავარ ამოცანად მესახება ქრისტიანულ მორალურ-ზნეობრივ პრინციპებზე დამყარებული, თავისუფალი და ერთიანი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით