შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » ხედვა

რა გესახებათ თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე დიდ ამოცანად?

საქართველო ამ ხუთი წლის შემდეგ, ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასასრულს, შემდეგნაირად მესახება:

ესაა დემოკრატიული ქვეყანა, სადაც დაცულია ადამიანის ყველა - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ეკოლოგიური უფლება; ქვეყანა, რომელსაც  აქვს სტაბილური ეკონომიკური განვითარების ვექტორი; დაძლეულია უმუშევრობის პრობლემა; ადამიანები იღვწიან და შრომობენ მშვიდობისა და კეთილდღეობის გაძლიერებისთვის; ქვეყანა, რომელიც საიმედო პარტნიორია მსოფლიო თანამეგობრობისთვის; სადაც ვითარდება საზოგადოების სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრების ყველა სფერო: კულტურა, მეცნიერება, სპორტი, მედია და ა.შ.; სადაც სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა მუდმივად აკონტროლებს მას; სადაც ბიზნესის ინტერესები დაცულია და მეწარმეობის განვითარებისთვის ყველა პირობააა შექმნილი; სადაც სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე; პოლიტიკური ვითარება სტაბილურია; ტერიტორიული პრობლემებისა და კონფლიქტების მოგვარებისკენ გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები; განვითარების ევროპული ვექტორი სტაბილური და შეუქცევადია და არავის ეჭვს არ იწვევს არც ჩვენში, არც ქვეყნის გარეთ.

მე ვიმოქმედებ კონსტიტუციით მონიჭებული ყველა უფლებამოსილებით, გამოვიყენებ პრეზიდენტის ინსტიტუტის ყველა ბერკეტს, ხალხის  სამსახურში ჩავაყენებ ხალხისავე არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირის მთელ ძალაუფლებას, რათა ჩემს თანამებრძოლებთან, კოალიციასთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ეს ხედვა რეალობად ვაქციოთ. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით