შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » ხედვა

რა გესახებათ თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე დიდ ამოცანად?

საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, რელიგიური, ეთნიკური კუთვნილებისა და ა.შ.

ქვეყანაში  უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა, დავიცვათ  ადამიანის უფლებები, მათ შორის, საკუთრების უფლებები, დავიწყოთ წართმეული ქონების  დაბრუნების პროცესი და დაზარალებულთათვის ფინანსური კომპენსაციების გადახდა.

უნდა შევცვალოთ ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი - სახელმწიფომ ხალხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს!

ყველა მოქალაქეს უნდა შევუქმნათ ღირსეული სოციალური და ეკონომიკური პირობები.

ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე  უნდა გავატაროთ მხოლოდ ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის ერთიანობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენი ეროვნული ფასეულობების დაცვას.  

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით