შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » ხედვა

რა გესახებათ თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე დიდ ამოცანად?

საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე ნებაა, განავითარონ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება, განამტკიცონ კანონის უზენაესობა და ყოველი მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, რომელიც ყველა მოქალაქისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების, გაერთიანების შექმნის და მასში მონაწილეობის უფლების გარანტიაა. ასეთი პოლიტიკური სისტემა ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში განხორციელებული სისტემური დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველოში შესაძლებელი გახდა ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთა მშვიდობიანი მონაცვლეობა. ამ თვალსაზრისით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გამტკიცების გზაზე.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა, ქვეყანამ შეინარჩუნოს ეს წარმატება და ძალაუფლების დემოკრატიული განახლების პროცესი შეუქცევადი გახადოს.

საპარლამენტო არჩევნების შემდგომმა წელიწადმა აჩვენა, რომ მთელ რიგ სფეროებში მოხდა რეფორმების ტემპის შენელება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი გადაიდგა ნაბიჯი უკან. დღეს უკვე აშკარაა, რომ მთავრობა ვერ ართმევს თავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და, როგორც შედეგი,  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; კრიმინალთან ბრძოლა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება; ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ადექვატური რეაგირება.

ასეთ რეალობაში საქართველოს პრეზიდენტის ამოცანაა, იღვწოდეს  საგარეო კურსის უცვლელობისა და საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური არჩევანის განხორციელებისთვის; ამავე დროს პრეზიდენტმა უნდა აკონტროლოს მთავრობა, რათა მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ იზრუნოს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებასა და ამით თავისივე საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით