შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ

პარტია:

საქართველოს ევროპელი დემოკრატები

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1967 წლის 14 ნოემბერი, თბილისი

განათლება

1992 წელს ზურაბ ხარატიშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; 1996 წელს კი მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის დიპლომი.

სამუშაო გამოცდილება

1992-1996 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. ”გეა და კომპანიის“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე; 1996-1998 წლებში კი გახდა აუდიტორული კომპანია ”ბირთვისი აუდიტის” პარტნიორი;

1998 წელს ზურაბ ხარატიშვილმა დააფუძნა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია სადაც 1998-2004 წლებში ასრულებდა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობებს, ხოლო 2004-2006 წლებში კი იკავებდა ფედერაციის გამგეობის, თავმჯდომარის პოზიციას.

2000-2009 წლებში იგი ასევე იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის აღმასრულებელი დირექტორი; 2008-2010 წლებში გახდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ხოლო 2010-2013 წლებში ასრულებდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით