შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჩიხლაძე გიორგი

წარმდგენი:

საინიციატივო ჯგუფი

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1964 წლის 29 ნოემბერი, თბილისი

განათლება

1982 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლა; 1990 წელს მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის, მათემატიკის ფაკულტეტის, ავტომატიზირებული სისტემების მართვის სპეციალისტის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

1984-1986 წლებში გადიოდა სამხედრო-სავალდებული სამსახურს შორეულ აღმოსავლეთში, ქ. ხაბაროვსკში; 1989-1994 წლებში მუშაობდა კვლევით ინსტიტუტ „რადიანის“ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე; 1995-2007 წლები დაკავებული იყო სხვადასხვა ტიპის კომერციული საქმიანობით: რუსეთში, ვიეტნამში, კამბოჯასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2007-2010 წლებში იყო საერთაშორისო სავაჭრო კომერციულ სტრუქტურა „ექსპერიმენტის“ დამფუძნებელი და ერთადერთი მფლობელი, ქვესტრუქტურებით საქართველოში, აშშ-ში, ვიეტნამში, რუსეთში, ტაჯიკეთსა და მიანმაში (ბირმა).

2013 წელს გიორგი ჩიხლაძე გახდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით