შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ნათელაშვილი შალვა

პარტია:

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1958 წლის 17 თებერვალი, დუშეთის რაიონი

განათლება

1981 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1989 წელს მოიპოვა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური აკადემიის ასპირანტის დიპლომი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, ქ. მოსკოვში. 2004 წელს გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერთა პროგრამა (ვაშინგტონი, აშშ).

სამუშაო გამოცდილება

1981-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე: სტაჟიორი, გამომძიებელი, უფროსი პროკურორი, პარტიული კომიტეტის მდივანი, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი.

1992-1999 წლებში გახდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩეული დამოუკიდებელი დეპუტატი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის ხელმძღვანელი, ფრაქცია „ლეიბორისტის“ თავმჯდომარე, საპარლამენტო კოალიციის „ერთიანი საქართველო“ თავმჯდომარე, პარლამენტის ბიუროსა და კოლეგიის წევრი.

1995 წლიდან დღემდე შალვა ნათელაშვილი ასრულებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელისა და თავმჯდომარის მოვალეობას. იგი არის მსოფლიოს იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო სამართლის ასოციაციის წევრი. ასევე, აშშ-ს ლუიზიანას შტატის საპატიო ელჩი.

აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კანონების შემუშავებაში: მოქალაქეობის შესახებ, მიგრაციისა და ემიგრაციის შესახებ, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების შესახებ, კანონი იარაღის შესახებ, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით