შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი

პარტია:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1969 წლის 4 სექტემბერი, თბილისი

განათლება

გიორგი მარგველაშვილმა დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. 1987-1992 წლებში იგი სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე; 1993-1994 წლებში კი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, სოციოლოგიის სპეციალობაზე.

სამეცნიერო ხარისხი: 1998 წ. დაიცვა ხარისხი ფილოსოფიაში და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

1992-1995 წლებში გიორგი მარგველაშვილი მუშაობდა სამთო გამყოლად, დამხმარედ სტამბაში და მენეჯერის ასისტენტად გამომცემლობაში. 1995 წლიდან კი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI) მუშაობდა თავდაპირველად თარჯიმნის, შემდეგ კი ასისტენტის თანამდებობაზე. NDI-ში მოღვაწეობის ბოლო პერიოდში ის გახდა პროგრამის ხელმძღვანელი.

2000-2006 წლებში გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორის თანამდებობას იკავებდა. სწორედ ამ წლებში GIPA ჩამოყალიბდა ყველაზე წარმატებულ სასწავლებლად სახელმწიფო მმართველობისა და ჟურალისტიკის დარგში.

2006-2010 წლებში გიორგი მარგველაშვილი კვლევითი დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2010-2012 წლებში კი ისევ GIPA-ს რექტორის თანამდებობას უბრუნდება.

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად 2013 წელს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენამდე 2012 წელს კი ეკავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა.

გიორგი მარგველაშვილი საქმიანი ვიზიტებით იმყოფებოდა ევროპის, ამერიკის, აფრიკის ბევრ ქვეყანაში. მონაწილეობდა ალპინისტურ ექსპედიციებში ჩრდილოეთ კავკასიაში, პამირსა და შუა აზიაში. 90-იან წლებში თანაგუნდელებთან ერთად მოაწყო და მონაწილეობა მიიღო ექსპედიციაში პაკისტანში, ინდოეთში, ნეპალში, ჩინეთში, მათ შორის, ტიბეტის პროვინციაში.

ოჯახური მდომარეობა:

ჰყავს ერთი ქალიშვილი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით