შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი დაიბადა 1958 წლის 17 თებერვალს, დუშეთის რაიონში. 1981 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1989 წელს მან მოიპოვა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური აკადემიის ასპირანტის დიპლომი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2004 წელს, შალვა ნათელაშვილმა გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერთა პროგრამა (ვაშინგტონი, აშშ). შალვა ნათელაშვილი არის მსოფლიოს იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო სამართლის ასოციაციის წევრი. ასევე, აშშ-ს ლუიზიანას შტატის საპატიო ელჩი.

 

1981-1992 წლებში, შალვა ნათელაშვილი მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე. 1995 წელს, შალვა ნათელაშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს ლეიბორისტული პარტია და დღემდე ასრულებს მისი თავმჯდომარის მოვალეობას. 1992-1999 წლებში, შალვა ნათელაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2003 წლიდან მოყოლებული იგი აქტიურად არის ჩართული მმართველი გუნდის მიმართ ოპოზიციურ საქმიანობაში.

 

ჩამოტვირთეთ კანდიდატის პროგრამის სრული ვერსია.