შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წლის 19 ივლისს. მან დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1981 წელს, გრიგოლ ვაშაძემ წარმატებით დაასრულა სწავლა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. იგი ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს. გრიგოლ ვაშაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

 

1981-1988 წლებში, გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. 1990-2008 წლებში, გრიგოლ ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR". 2008 წელს იგი დაბრუნდა საჯარო სამსახურში, თავდაპირველად დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, შემდეგ - კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008-2012 წლებში, გრიგოლ ვაშაძე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. 2017 წლიდან იგი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრია.

 

ჩამოტვირთეთ კანდიდატის პროგრამის სრული ვერსია.