შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი დაიბადა 1968 წლის 5 მარტს. დაამთავრა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს სოლომონ დოდაშვილის სახელობის საშუალო სკოლა (1975-85). გაიარა სამხედრო სამსახური (1986-88, უკრაინა). ფლობს იურისტის დიპლომს (1985-92, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი) და საერთაშორისო განვითარების პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს (1997-99, აშშ-ს დიუკის უნივერსიტეტი).


დავით უსუფაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2012-16 წლებში; საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე (2005-13); კონსტიტუციური სამართლის კონსულტანტი UNDP/EU პროექტებში (2005-11); USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი სამართლისა და პოლიტიკის საკითხებში (2001-05); პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-01); AMEX International-ის ვაშინგტონის ოფისის კონსულტანტი და საქართველოს ოფისის დირექტორი (1999-00); თსუ-ს სამართლის მასწავლებელი (1992-97); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (1995-97); სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993-95); საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი საპარლამენტო და საკონსტიტუციო საკითხებში (1992-94); ცესკო-ს წევრი, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, წარმომადგენელი აფხაზეთში (1990-92).

 

ჩამოტვირთეთ კანდიდატის პროგრამის სრული ვერსია.