შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
ზურაბ ჯაფარიძე - ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებები

ყველა ადამიანი თანასწორია და შესაბამისად, გააჩნია თანაბარი უფლებები. მე მჯერა, რომ არ არსებობს უფლებები, რომელიც დაკავშირებულია ჯგუფურ იდენტობასთან, იქნება ეს ეთნიკური, გენდერული თუ სხვა. არსებობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ისინი ერთია ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რასისა და ა.შ.