შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
ზურაბ ჯაფარიძე - გადასახადები

გადასახადები უნდა იყოს მცირე. კარგი იქნება, თუ საქართველო ნელ-ნელა წავა საშემოსავლო და მოგების გადასახადის გაუქმებისკენ. ქონების და იმპორტის გადასახადის წილი ბიუჯეტში ისედაც მცირეა. თავისუფლად შეიძლება, დღეს არსებული 6 გადასახადიდან, 2 წელიწადში დაგვრჩეს 2 გადასახადი - აქციზი და დღგ. ეს მნიშვნელოვან პოზიტიურ ეფექტს მისცემდა საქართველოს ეკონომიკას.