შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
ზურაბ ჯაფარიძე - ეკონომიკა

ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის საჭიროა გადასახადების და რეგულაციების შემცირება, სასამართლო სისტემის რეფორმა, საკუთრების უფლების დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება, რათა საკუთრება და აქ ჩადებული კაპიტალი დაცული იყოს გარე აგრესიისგან. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებების პირობებში, საქართველოს შეუძლია, 1 წელიწადში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.