შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
ზურაბ ჯაფარიძე - ზოგადი ხედვა

საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მას აქვს საკანონმდებლო ორგანოზე ზემოქმედების ბერკეტი და უმაღლესი ტრიბუნა, რათა გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. ჩემი აზრით, პრეზიდენტის უმთავრესი ფუნქციები იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, უსაფრთხოებასა და საერთაშორისო პარტნიორობთან თანამშრომლობაზე დროის დახარჯვა, თავისუფლების შემზღუდავ კანონებზე ვეტოს დადება, პრეზიდენტის ტრიბუნის გამოყენება მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების წინ წამოსაწევად, მასზე მსჯელობის გასამართად და გადასაწყვეტად.