შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე დაიბადა 1976 წლის 1 იანვარს, თბილისში. 1999 წელს მან დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „მომავლის ექიმი" ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით, 2005 წელს კი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით. ზურაბ ჯაფარიძე, ასევე სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ბიზნეს სკოლაში (2009-2010).

 

2002-2006 წლებში, ზურაბ ჯაფარიძე იყო საქართველოში ეუთოს მისიების სასწავლო პროგრამების ასისტენტი და ოფიცერი. 2005-2011 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი და ასევე, ლექციებს კითხულობდა თავისუფალ უნივერსიტეტში. 2006-2011 წლებში, ზურაბ ჯაფარიძე იკავებდა EC/SPAMGO პროექტის მართვის კონსულტანტის; 2008-2010 წლებში, შპს. აბგ პროფსერვის გრუპის აღმასრულებელი დირექტორის; და USAID-ის პროექტების ტექნიკური ექსპერტის პოზიციებს. 2012-2015 წლებში, ზურაბ ჯაფარიძე იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამეტის დეპუტატი. 2015 წელს ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ჩამოაყალიბა საკუთარი პოლიტიკური პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი".

 

ჩამოტვირთეთ კანდიდატის პროგრამის სრული ვერსია.