შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - საქართველო და ევროკავშირი

ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამისთვის საჭიროა გაბედული პოლიტიკური ნაბიჯები, საჭიროა მკაფიო ხედვა და განაცხადი. მთავრობას უნდა ჰქონდეს ზუსტი გეგმა, როდის შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს და როგორ მოემზადება ამ პროცესისთვის.


დღეს ჩვენ მოქალაქეებს სჭირდება, ვაწარმოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან შრომის ბაზრის გახსნის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ასეულობით ათას ქართველ ემიგრანტს, რომელიც დღეს ევროპაში არალეგალურად მუშაობს, ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს ლაგალურად, მიიღოს მეტი ხელფასი, ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა და შრომის დაცული პირობები. ამავდროულად, ეს ნიშნავს დეპორტირების მუდმივი შიშის მოხსნას და შესაძლებლობას, რეგულარულად ინახულოს საკუთარი ოჯახის წევრები. ჩვენ უნდა:


  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად, გავაძლიეროთ ევროკავშირის ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოება განმტკიცებაში;
  • ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდოთ თანხები, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;
  • ევროკავშირის ფონდებიდან უნდა მოვიზიდოთ თანხები საქართველოს რეგიონების განვითარებისათვის;
  • შევქმნათ პირობები, რომ 2019 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მჭიდრო ფორმა, როგორიც აქვს ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს.