შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

ჩვენი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოთ საზოგადოების ყველა წევრის თანაბარი უფლებები და შევუქმნათ მათ პირობები თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, “ევროპული საქართველო” ზრუნავს მისი სტრუქტურული ერთეულის - ქალთა ორგანიზაციის განვითარებაზე. ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა, მოხდა ათასობით აქტივისტი ქალის მობილიზაცია, ისევე, როგორც არაერთი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ამგვარად, ჩვენ ვახალისებთ ქალთა ჩართულობას არამხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.