შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - თავდაცვის პოლიტიკა

თავდაცვის სფეროში ჩვენი პრიორიტეტებია:

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერება და NATO-ს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გაუმჯობესება. ამ მიზნით მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ NATO-ს ეგიდით და/ან NATO-ს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად საქართველოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;
  • შეირაღებული ძალების ეტაპობრივად,  სრულად გადავიყვანა პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარს თქმა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე;  
  • NATO-ს სტანდარტებზე მორგებული ტერიტორიული რეზერვის კონცეფციის შემუშავება და განხორციელება, რომელიც იქცევა როგორც პროფესიონალური არმიის შევსების, ისე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ეფექტურ სკოლად;
  • სამხედრო პირთა სოციალურ დაცვა: უნდა გაიზარდოს მათი შრომის ანაზღაურება; გაფართოვდეს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი; დაღუპული სამხედრო პირების შვილები სასწავლო გრანტით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს;
  • შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვა; განსაკუთრებულ ყურაღება უნდა მიექცეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერ-უსაფრთხოებას;
  • სამხედრო მრეწველობის გაძლიერება, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით;
  • საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ზედამხედველობის სფეროში, NATO-ს სტანდარტების შესაბამისად.