შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე დაიბადა 1972 წლის 1 ივლისს, თბილისში. მან დაამთავრა თბილისის N1 საშუალო სკოლა და შემდგომ სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ელექტრონული ტექნიკის მასალებისა და კომპონენტების ფიზიკისა და ტექნოლოგიის სპეციალობით. 1996 წელს, დავით ბაქრაძეს მიენიჭა სახელმწიფო მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სახელმწიფო მართვის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტისგან. დავით ბაქრაძე არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მას გავლილი აქვს პროფესიული მომზადება შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ცენტრში, ასევე, ნატოს თავდაცვის კოლეჯში. დავით ბაქრაძეს მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

 

1998-2002 წლებში, დავით ბაქრაძე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002 წლიდან იგი გადავიდა ეროვნული უშიშროების საბჭოში. 2004 წელს, დავით ბაქრაძე გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. იგი იკავებდა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, დავით ბაქრაძე იყო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი. 2008 წლის იანვარში იგი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. 2008 წლის ივნისიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე დავით ბაქრაძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2017 წლის იანვრიდან კი გახდა პარტია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე.

 

ჩამოტვირთეთ კანდიდატის პროგრამის სრული ვერსია.