შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
EECMD-ის შესახებ

www.prezidenti.ge 2013 წლიდან მოყოლებული  აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ამ ვებ-გვერდის მიზანია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს. ამავე პროექტით, ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ წინასაარჩევნო კონკურენციისა და დებატების რაციონალურ, საქმიან და პოლიტიკაზე ორიენტირებული დისკუსიების წარმართვას.


www.prezidenti.ge-ის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები ცალკეულ, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და/ან გაეცნოთ მათ სრულ საარჩევნო პროგრამას. სოციალური მედიის აპლიკაციები კი საშუალებას მოგცემთ ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.


იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს.

Print Friendly Version of this page Get a PDF version of this webpage
პრეზიდენტობის კანდიდატები