შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

კანდიდატი და პარტია

შეადარეთ კანდიდატისა და
მისი პარტიის ხედვა

პარტნიორები

პროექტის შესახებ

WWW.PREZIDENTI.GE ამოცანაა ხელი შეუწყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებულ პოლიტიკურ მსჯელობასა და დისკუსიას 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ამ მიზნით, NIMD-მა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესთავაზა 20 აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში დასმული შეკითხვისთვის ეპასუხათ. კანდიდატებს თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის - მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეეძლოთ.

ამ ვებ-საიტის საშუალებით, შესაძლებელია როგორც ცალკეულ კანდიდატთა ხედვების გაცნობა, ისე მათი ერთმანეთთან შედარება. თქვენ ასევე შეგიძლიათ პრეზიდენტობის კანდიდატის ხედვა მისი პარტიის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროინდელ ხედვას შეადაროთ. სოციალური მედიის აპლიკაციები კი საშუალებას მოგცემთ თქვენი საკუთარი დისკუსია წამოიწყოთ - ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.

იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით